ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გასაკეთებელია არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად იმავეს გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მმართველი გუნდის მტკიცებით კი სწორედ ოპოზიცია უშლის ხელს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ოპოზიცია ხელისუფლების საზიანოდ და უამრავ ფაქტსა და ტენდენციას ასახელებს. ვალში არც ხელისუფლება რჩება, მაგრამ მათი არგუმენტები იმ ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე რაც ხელისუფლებას აქვს, სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.

მიუხედავად იმისა, დასავლელი პარტნიორები ლამის ერთ ხმაში გვეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნისთვის ევროპული გზა არ გაიხსნება, 26 ოქტომბრის არჩევნები არჩევნებია ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის?

თუ კი, - რატომ? და თუ არა, - რატომ არა?

- მესმის, რომ რიტორიკული კითხვაა. ბევრს უჭირს წარმოიდგინოს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და რუსული ორბიტიდან თავის დაღწევის თითქმის ორმოცი წლის შემდეგ საკითხი ასე შეიძლებოდა დასმულიყო და ვინმეს აზრად მოსვლოდა, კვლავ რუსული წიაღისკენ მივემართეთ. ისიცაა, რომ საქართველოში ბევრია ადამიანი, ვისზეც დღესაც ძლიერად მოქმედებს „რუსული ჰიპნოზი“ და, უფრო მეტიც, მშობლიურ გარემოდ აღიქვამს რუსულ სამყაროს. სწორედ ასეთებს ეყრდნობა რუსული პროპაგანდა საქართველოში.

პრორუსული ძალები ჩვენს „წიაღის“ ადამიანზე საკმაოდ კარგად მუშაობენ. ამ უკანასკნელს მარტივ მნიშვნელზე დაჰყავს პოლიტიკური ცხოვრება. დღეს ეს მარტივი მნიშვნელია „ესენი ყველანი ნაცები არიან“, „ხელისუფლებამ ომს გადაგვარჩინა“, ევროპა ჩვენს გარყვნას ცდილობს“. მიუხედავად სამივე თეზისის აბსურდულობისა, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილზე მუშაობს. არჩევნები გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლო ოპოზიციამ, ეს შიშები გაეფანტა.

პრორუსული ძალები ჩვენს „წიაღის“ ადამიანზე საკმაოდ კარგად მუშაობენ. ამ უკანასკნელს მარტივ მნიშვნელზე დაჰყავს პოლიტიკური ცხოვრება. დღეს ეს მარტივი მნიშვნელია „ესენი ყველანი ნაცები არიან“, „ხელისუფლებამ ომს გადაგვარჩინა“, ევროპა ჩვენს გარყვნას ცდილობს“. მიუხედავად სამივე თეზისის აბსურდულობისა, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილზე მუშაობს. არჩევნები გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლო ოპოზიციამ, ეს შიშები გაეფანტა

2003 წელს ოპოზიციური მოძრაობა კორუფციის დაძლევის სახელით მიმდინარეობდა. არადა, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, პირველ ეტაპზე ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა მოსახლეობის მხოლოდ დაახლ. 2%-მა იცოდა.

დანარჩენებისათვის ის ყოველივე ცუდის: მექრთამეობის, ქაოსის, კრიმინალის, გაჭირვების, უცხოელების შემოსევის და ა.შ. აღმნიშვნელი სიტყვად იქცა. მასის კაცს ურჩევნია, ყველაფერი მარტივ ფორმულაზე დაიყვანოს. ზუსტად ასევე, 2000-წლებში „იეღოველი“ იქცა ყოველივე ცუდის აღმნიშვნელ სიტყვად. ერთი ქართველი სტალინისტი მიხსნიდა, რომ იეღოველები იყვნენ ჩვენი არასამთავროებიც, გორბაჩოვიც, ამერიკის პრეზიდენტიც და რომის პაპიც კი. მესმის, რომ ძნელია, ყველაფერი ეს სერიოზულად აღიქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მუშაობს და საკმაოდ წარმატებითაც.

რუსი სტრატეგები კარგად იცნობენ ჩვენს წიაღის ადამიანს. სხვებმა ამას ზერელე „სამოქალაქო“ განმანათლებლობის გარდა ვერაფერი დავუპირისპირეთ. ამიტომაც მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკვე თითქმის 40 წლის შემდეგ ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. ომის საფრთხე რომ მოგონილი თემაა, ბევრ მტკიცებას არ საჭიროებს. ვის სჭირდება დასავლეთში მოკლე და ძლევამოსილ ომში გამარჯვებული პუტინი? რაც შეეხება სქესის პრობლემას, ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში კონსტიტუციურადაა განსაზღვრული ქორწილი, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი და თუ ევროპელ მემარცხენე ლიბერალებს სხვაგვარად სურთ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ევროპა ასე ფიქრობს.

ომის საფრთხე რომ მოგონილი თემაა, ბევრ მტკიცებას არ საჭიროებს. ვის სჭირდება დასავლეთში მოკლე და ძლევამოსილ ომში გამარჯვებული პუტინი? რაც შეეხება სქესის პრობლემას, ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში კონსტიტუციურადაა განსაზღვრული ქორწილი, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი და თუ ევროპელ მემარცხენე ლიბერალებს სხვაგვარად სურთ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ევროპა ასე ფიქრობს

და მაინც, წიაღის ადამიანზე მიმართულმა პროპაგანდამ მნიშვნელოვნად იმუშავა. ჩვენი პროდასავლური ძალების დიდი ნაწილი ევროპული კურსის შეუქცევადობაში ისე იყო დარწმუნებული, რომ ყოველგვარი გაფრთხილების მიმართ ყრუ რჩებოდა. ამასობაში კი ხელისუფლება განაგრძობდა თავის საქმეს თავისი სოციალური ბაზის მოდელირებას ახდენდა. არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი კი თავისი იდეოლოგიური სნობიზმით თითქმის არაფერს აკეთებდა, რომ სტატისტიკური ადამიანამდე მიეტანა, თუ რას წარმოადგენს ევროპული სამყარო.

მაგრამ, აქ არის ერთი მომენტი, რომელიც პრორუსულმა პროპაგანდამ ვერ გაითვალისწინა. მან ცივილიზაციური იდენტობა დააყენა კითხვის ქვეშ. ეს უკანასკნელი ახლა არ გაჩენილა და ის ჯერ კიდევ არგონავტების მითში ჩანს. ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ, როდესაც სპარსულ მაზდეანობას ქრისტიანობა ვარჩიეთ და როდესაც საქართველო ევროპელი ჯვაროსნების საყრდენი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთში. ეს კი ისეთი ძარღვია, რომელიც შეიძლება შეაბრკოლო, მაგრამ ვერ გააქრობ. რუსეთი უკვე რამდენიმე საუკუნეა, ცდილობს, ალტერნატიული ცივილიზაცია შექმნას და სხვებთან ერთად ჩვენც შემოგვთავაზოს, მაგრამ რაც გამოსდის, ყველანი ვხედავთ.

ამდენად, დღეს საქმე შეეხება არა ამა თუ საერთაშორისო ბლოკთან მიერთებას, როგორც ამას ხშირად გვიხატავენ, არამედ საკუთარი იდენტობის დადასტურებას. თუ ჩვენ, მიუხედავად უაღრესად ხელსაყრელი პირობებისა, ვერ შევძლებთ ამ საქმის გაკეთებას, ჩვენი შვილები განაგრძობენ და ასე იქნება მანამ, სანამ ამქვეყნად ვარსებობთ. ჩვენი ადრინდელი და დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი სწორედ იმ იდენტობის განმსაზღვრელი კულტურული კოდის შედეგია, რომელზეც უკვე ვილაპარაკე.

ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ, როდესაც სპარსულ მაზდეანობას ქრისტიანობა ვარჩიეთ და როდესაც საქართველო ევროპელი ჯვაროსნების საყრდენი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთში. ეს კი ისეთი ძარღვია, რომელიც შეიძლება შეაბრკოლო, მაგრამ ვერ გააქრობ. რუსეთი უკვე რამდენიმე საუკუნეა, ცდილობს, ალტერნატიული ცივილიზაცია შექმნას და სხვებთან ერთად ჩვენც შემოგვთავაზოს, მაგრამ რაც გამოსდის, ყველანი ვხედავთ

რუსულმა პროპაგანდამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ცხოვრება უცხოს მიმართ ირაციონალური შიში, პათეტიკური და ეთნოგრაფიული პატრიოტიზმი, პოლიტიკურ იდეოლოგიად აღქმული რელიგიურობით გაჟღენთილიყო. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე თავისი გამოცდილებით იცნობს დანარჩენ სამყაროს და გამოსულია მისგან გაუცხოების ინფანტილური მდგომარეობიდან. დღეს ჩვენს თვალწინ ოცნების ელექტორალური რესურსი ამ იდეოლოგიურ მნიშვნელზე დადის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას იოლი გამარჯვება აქვს გარანტირებული. ვფიქრობ, ჩვენს წინაშე ნათელი არჩევანია. ჩვენ ან რუსულ-მონღოლური წიაღისაკენ გავემართებით და სამუზეუმო, ოპერეტულ ნაციონალიზმს დავჯერდებით, ან არ შევუშინდებით თანადროულ სამყაროს და და ისე ჩავერთვებით მასში, რომ არც საკუთარ თავს დავკარგავთ.

რა თქმა უნდა, დღევანდელი სამყარო ბევრ საფრთხეს შეიცავს მცირე ერებისათვის, მაგრამ, ვფიქრობ, ღმერთს ტყუილად არ მოუცია ჩვენთვის ისეთი უნარები და ენერგია, რომლითაც ბევრი მრავალრიცხოვანი ხალხი ვერ დაიტრაბახებს. ჩვენ ან ცივილიზებული საქართველო ვიქნებით, რომელსაც საფუძვლად ილიას მიერ მონიშნული გზა დაედება, ან - რუსულ მონღოლური თავისი სტალინიზმით.

ჩვენს წინაშე ნათელი არჩევანია. ჩვენ ან რუსულ-მონღოლური წიაღისაკენ გავემართებით და სამუზეუმო, ოპერეტულ ნაციონალიზმს დავჯერდებით, ან არ შევუშინდებით თანადროულ სამყაროს და და ისე ჩავერთვებით მასში, რომ არც საკუთარ თავს დავკარგავთ

ძალიან მიყვარს დოსტოევსკისა და პლატონოვის პროზა, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მათ მიერ აღწერილ სამყაროში ცხოვრებისაგან.

ქართველ ბოლშევიკებსაც ეგონათ, რომ კომუნისტური ინტერნაციონალის იდეას ემსახურებოდნენ და სინამდვილეში რუსული ურდოს წიაღში ჩაძირეს ქვეყანა. მათაც იმედი ჰქონდათ, რომ კულტურის კოდს შეცვლიდნენ. კულტურის კოდს ვერც რეპრესიები შეცვლის, ვერც მავანის მიმართ ჭარბი ნდობა და ვერც ფული. ერთმაც, მეორემაც და მესამემაც შეიძლება მხოლოდ შეაბრკოლოს ის.

ცხადია, ევროამერიკული სივრცე შორსაა იდეალურისაგან. ჩემთვის, როგორც ზომიერი კონსერვატორისათვის სრულიად მიუღებელია დასავლეთში მემარცხენე ლიბერალების დღევანდელი გავლენა. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ე.წ. პოლიტკორექტულობა, რომელიც თავად ადამიანის იდეას აზიანებს, თუმცა კი, ერთი შეხედვით, ემსახურება მას.

ჩემთვის მიუღებელია გენდერული თეორიების ის რადიკალიზაცია, რომელსაც, რატომღაც, ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. მაგრამ ამ სივრცეზე ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარება და არა ერთეულთა ჭირვეულ ძალადობას. თანაც, მისი ალტერნატივის სახით ჩვენ გვაქვს რუსეთი მთელი თავისი ირაციონალური სიბრიყვითა და ძალადობის კულტით; გვაქვს რუსული ლაგერების სამყარო თავისი კრიმინალური მორალით, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა ბავშვების მიმართ ძალადობის, ალკოჰოლიზაციის, მკვლელობების, ჰეროინით დაღუპულების, სექსმუშაკთა ოდენობისა და სხვ. მაჩვენებლით.

თანაც, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი დღეს ჩინელების გეოპოლიტიკური ქოფაკია, რომლითაც დასავლეთს აშინებს. ის ჩვენს თავს პოლიტიკურად რუსებს ჩააბარებს, ხოლო ეკონომიკურად და პერსპექტივაში დემოგრაფიულადაც თავად შეეცდება დაგვეუფლოს.

რუსეთი დღეს ჩინელების გეოპოლიტიკური ქოფაკია, რომლითაც დასავლეთს აშინებს. ის ჩვენს თავს პოლიტიკურად რუსებს ჩააბარებს, ხოლო ეკონომიკურად და პერსპექტივაში დემოგრაფიულადაც თავად შეეცდება დაგვეუფლოს

თანამედროვე სამყარო ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირების ნიშნით ვითარდება. ორივეს თავისი ექსტრემალური ფორმები აქვს, ერთის მხრივ, „რუსული სამყაროსა“ და მუსლიმური ექსტრემიზმის სახით, ხოლო, მეორეს მხრივ, დასავლური მემარცხენე ლიბერალიზმის სახით. ჩვენი სულიერება კვლავ რუსულ-მონღოლური არქაიკის წიაღში არ უნდა ჩაინთქას და კვლავ ეთნოგრაფიული ბერიკაობაში არ უნდა აღმოვჩნდეთ, რაც ბევრ ჩვენებურ კონსერვატორს და ლიბერალს კონსერვატიზმი ჰქონიათ.

კონსერვატიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ყველასგან იზოლირებულმა სამუზეუმო ექსპონატად აქციო შენი ცხოვრება. ჩვენ გვჭირდება ახალი ჰორიზონტი, თავისუფალი ჰორიზონტი საიმისოდ, რომ საუკუნეების განმავლობაში დაზიანებული ძარღვი გავაჯანსაღოთ და ფეხზე დავდგეთ. და კიდევ ერთი რამ: ნებისმიერი გეოპოლიტიკური ორიენტაცია უპირატესად საშუალებაა იმისა, რომ ჩვენ, როგორც ისტორიის სუბიექტები არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ ჩვენი პოტენციების სრული გამჟღავნების საშუალებაც მოგვეცეს. ასეთი სივრცე თანადროულ სამყაროში მხოლოდ ევროპაა.

ნებისმიერი გეოპოლიტიკური ორიენტაცია უპირატესად საშუალებაა იმისა, რომ ჩვენ, როგორც ისტორიის სუბიექტები არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ ჩვენი პოტენციების სრული გამჟღავნების საშუალებაც მოგვეცეს. ასეთი სივრცე თანადროულ სამყაროში მხოლოდ ევროპაა

მიუხედავად უკვე აღნიშნული ბევრი ნაკლოვანებსა, ის ტოვებს თავისუფალი და განვითარების საშუალებას, რაც გამორიცხულია რუსეთის შემთხვევაში. თანამედროვე კონსერვატიზმი არ გამორიცხავს და ვერც გამორიცხავს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას და თავისუფალ სამყაროში თვითობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

- ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების თქმით, მმართველმა გუნდმა ბევრი ისეთი საკამათო ნაბიჯი გადადგა, რომელთა გადადგმა ავტორიტარულ, ან ნახევრად ავტორიტარულ ქვეყნებშია შესაძლებელი.

აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც მინიმუმ, ისეთი არადემოკრატიული განცხადებები გააკეთა, დიქტატორებსაც კი შეშურდებოდა. მხედველობაში მაქვს განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და როგორც თავად ამბობენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ გაანადგურებდა, ან აკრძალავდა.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ „ძველ ნიშნულს დაუბრუნდება აშშ-საქართველოსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები.“

ხელისუფლების ამგვარი მტკიცების არგუმენტი კი ასეთია - „არანაკლებ სჭირდება აშშ-სა და ევროპას საქართველო, როგორც საქართველოს აშშ და ევროკავშირი“. „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეძლოს აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება?

- მიუხედავად „ოცნების“ ლიდერის დაპირებებისა, „ქართულ ოცნებას“ თითქმის აღარ აქვს რესურსი იმისა, რომ აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა დაალაგოს. თუ რაიმე დიალოგი შედგება, ამას მხოლოდ სიტუაციური მნიშვნელობა ექნება, თუმცა, „ოცნების“ პროპაგანდისტები ამას თანამშრომლობის აღდგენას დაუძახებენ.

მიუხედავად „ოცნების“ ლიდერის დაპირებებისა, „ქართულ ოცნებას“ თითქმის აღარ აქვს რესურსი იმისა, რომ აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა დაალაგოს. თუ რაიმე დიალოგი შედგება, ამას მხოლოდ სიტუაციური მნიშვნელობა ექნება, თუმცა, „ოცნების“ პროპაგანდისტები ამას თანამშრომლობის აღდგენას დაუძახებენ

არსებობს კარგ საზოგადოებაში ქცევის წესი. როდესაც შენ მავანს თან პარტნიორს ეძახი და თან კიდევ შანტაჟის ენით ელაპარაკები, როდესაც შენი „პოლიტიკური“ მეტყველება გაჯერებულია მდარე ხარისხის ქუჩური მეტყველებით, როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის ქონების ბედზეა დამოკიდებული, ბუნებრივია, შენთან დიალოგი არავინ მოისურვებს.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა ელის რომელიმე, ასე თუ ისე, ნორმალური ქვეყნის ლიდერს, რომელიც ქვეყნის ბედს თავისი ქონების ბედს მიაბამს და ამას ზნეობისა და ტრადიციების დაცვას დაარქმევს. ასე მხოლოდ 90-იანი წლები რუსულ პოლიტიკაში თუ იქცეოდნენ. ხოლო თუ მას მაინც დაგელაპარაკებიან, მხოლოდ როგორც დროებით მოვლენას და ამას მხოლოდ მოცემული მომენტის ხანმოკლე საჭიროებისათვის თუ გააკეთებენ. ასეთი მავანი ან განგებ აკეთებს ამას, ან, რაც უარესია, არ იცის, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

„ოცნებას,“ პირველ რიგში, აღარც იმის რესურსი აქვს, რომ ქვეყნის შიგნით დაალაგოს ურთიერთობები. ახალ თაობას არ ესმის, რატომ უნდა მიიჩნევდეს ერთი ადამიანი ქვეყნის პატრონად თავს და თავისი ინტერესების შესაბამისად რატომ ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს; რომელსაც შეუძლია შეთხზას ფანტომური მტერი „ომის პარტიის“ სახელით (იეღოველები და მასონები რომ შეცვალა) და მისით ეცადოს მოსახლეობის დაშინებას, მეტიც, საგარეო ურთიერთობების ფაქტორად აქციოს ის.

ვხედავთ, რომ „ოცნების“ ლიდერები დააბნია ამ თაობის გაჩენამ და პირველი რეაქცია ის იყო, შეეცადნენ მისი არსებობა უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებს დაებრალებინათ. გეხსომებათ, ჩვენ უმაღლესი სასწავლებლები „ნაცების“ მიერ შერჩეული პროფესურისაგან უნდა გავათავისუფლოთო. თითქოს თავისუფლება ნაცების პრივატული იდეოლოგია იყოს.

ივანიშვილი მთავარში შეცდა. ის იმდენად იყო თავის ავტორიტეტში დარწმუნებული, ეგონა მის გადაწყვეტილებებს ჩვენი საზოგადოება და, მითუმეტეს, ახალი თაობა უდრტვინველად შეხვდებოდა.

თუმცა, არ უნდა დავუკარგოთ, რომ მას ისიც კარგად ესმოდა, რომ მისი ავტორიტეტის დიდ წილს სააკაშვილის ბოლო ჟამის ხსოვნა ქმნიდა და ამიტომაც იყენებდა მას თავის დროშად და საკმაოდ ეფექტურადაც. დღესაც ბევრი ადამიანისათვის ოპოზიციონერობა ნაცობის სინონიმია და ეს აფრთხობთ.

ადრინდელს ახლა უკვე სხვაგვარად ვიტყოდი. სულ რამდენიმე დღეში გამარჯვებაც და დამარცხებაც ერთნაირად მძიმე შედეგების მომტანი იქნება „ოცნებისათვის.“ ატმოსფეროში იგრძნობა საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილის გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ასეთი რამ არ რჩება უშედეგოდ.

სულ რამდენიმე დღეში გამარჯვებაც და დამარცხებაც ერთნაირად მძიმე შედეგების მომტანი იქნება „ოცნებისათვის.“ ატმოსფეროში იგრძნობა საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილის გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ასეთი რამ არ რჩება უშედეგოდ

ეს იგრძნობოდა 1989-90, 2003, 2012 წლებში. მაშინდელი გამოცდილებით ისიც ვიცით, რომ ხელისუფლება, რომლისთვისაც ბოლო ჟამია დამდგარი, ზედიზედ იწყებს ფატალური შეცდომების დაშვებას და ხშირად დანაშაულზეც მიდის. მაგრამ დღევანდელ მოვლენებში ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ხელისუფლებამ შეძლო თავისი მყარი სოციალური ბაზის შექმნა და ამაზე ზემოთ უკვე ვილაპარაკე. რამდენად მრავალრიცხოვანია ეს მდუმარე მასა ადამიანებისა და რამდენად აქვს თავისი სიმართლის გრძნობა, არჩევნებზე გამოჩნდება.

2013-ში ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდი ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ჩვენს პოლიტიკურ განვითარებას დაამუხრუჭებდა. სამწუხაროდ, არა მხოლოდ დაამუხრუჭა, დაამახინჯა კიდეც. დიდ ფულს მხოლოდ პლებეური პრაგმატიზმის მნიშვნელზე შეუძლია დაიყვანოს პოლიტიკური აზრი.

„ოცნებამ“ თავის რიგებშიც არ დატოვა დისკუსიისა და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის სივრცე. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი ლიდერი ჯერ პოლიტიკურ პარტიას, შემდეგ კი მთავრობას მართავდა, როგორც 90-იანი წლების ბიზნეს კორპორაციას. ანუ მას სჭირდებოდა მორჩილი და ლოიალური ადამიანები, რომლებიც კი არ შეეკამათებოდნენ, არამედ მის ნებისმიერ საეჭვო აზრს თუ გადაწყვეტილებას გაამართლებდნენ

ვთქვათ, ოცნებამ გაიმარჯვა. ეჭვი მეპარება, მათ რიგებში ბევრს ესმოდეს, თუ როგორი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. ომში ჩართულ რუსეთს თავად აქვს რესურსები სამათხოვრო და მისი დახმარების იმედი მხოლოდ გულუბრყვილოებს თუ ექნებათ. არადა, მორალურად გაკოტრებული ხელისუფლების გადარჩენა მხოლოდ ფულის დიდი მასებითაა შესაძლებელი.

მაშინ, როდესაც აფხაზებსაც კი უკვეცავენ დახმარებას, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ოცნებას? ჰოდა მაშინ მოხდება, რომ წიაღის ადამიანი უკვე მის წინააღმდეგ მიმართავს თავის აგრესიას.

ასეთი მოლოდინის კონტექსტში „ოცნებისათვის“ შეიძლება დამარცხება უფრო სასურველი იყოს.

- არჩევნებამდე ასეთი სურათი გვაქვს. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, „ქართულ ოცნებას“, „ერთობა-„ნაცმოძრაობას“, „ლელო - ძლიერ საქართველოს“, „გახარიას - საქართველოსთვის“, გვარამია-მელია- გირჩი-მეტი თავისუფლებას“. არჩევნებში 19 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. კვლევებით ზოგს ახლაც აქვს 5-% ბარიერის გადალახვის შანსი, უმეტესობას ასეთი შანსი არც ახლა აქვს და, როგორც ჩანს, არც მერე ექნება.

„ქართულ ოცნება“ არც ერთ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან არ აპირებს პარლამენტში თანამშრომლობას, ვისაც მეტ-ნაკლებად აქვს 5-%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. იგი ყველა ამ პოლიტიკურ ჯგუფს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს. ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებული „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი პარტიებიც არ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან დასჭირდა თანამშრომლობა, ამის გაკეთებას, ვერ შეძლებს. არადა, 30 წლიანმა პრაქტიკამ ცხადად დაგვანახა, რომ იმ ტრადიციიდან გამომდინარე რაც საქართველოს სსრკ-ს დროს ჰქონდა. მხედველობაში მაქვს ერთპარტიული მმართველობა, შემდეგ კიდევ ასევე ერთპარტიული მმართველობა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი. მაგრამ არამედ „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ჯგუფთან არ დაიტოვა სათანამშრომლო გზა?

- მეტსაც ვიტყვი. „ოცნებამ“ თავის რიგებშიც არ დატოვა დისკუსიისა და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის სივრცე. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი ლიდერი ჯერ პოლიტიკურ პარტიას, შემდეგ კი მთავრობას მართავდა, როგორც 90-იანი წლების ბიზნეს კორპორაციას. ანუ მას სჭირდებოდა მორჩილი და ლოიალური ადამიანები, რომლებიც კი არ შეეკამათებოდნენ, არამედ მის ნებისმიერ საეჭვო აზრს თუ გადაწყვეტილებას გაამართლებდნენ.

ის თავისი პარტიის წევრებს, მის ლიდერებსაც კი დაქირავებულ მუშაკებად აღიქვამს, რომლებიც მის ნებას უნდა დაემორჩილონ, მისი აზრები უნდა გაახმოვანონ, მისი გემოვნების მიხედვით უნდა მოიქცნენ და ა.შ.

„ოცნების“ ამომრჩევლები არ წარმოადგენენ ერთგვაროვან მასას. მათ შორის არიან აშკარა რუსეთუმეებიც, ისეთი ადამიანებიც, ვისაც, უბრალოდ, სტაბილურობა სურთ, ან ვისაც მწვავედ ახსოვს ბოლო ჟამის სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უგვანო ქცევა. არსებობს დიდი მასა იმ ადამიანებისა, ვინც თავად ვერ გარკვეულა სიტუაციაში და ყოველი შემთხვევისათვის ხელისუფლებას უჭერს მხარს. „ოცნებამ“ შეძლო და შექმნა კლასი ადამიანებისა, ვისთვისაც დასავლეთი მორალური კრახის სინონიმია და ა.შ.

ამის შედეგია, რომ რომ „ოცნების“ პოლიტიკურ კურსს განუდგა ყველა ის, ვისაც შინაგანი თავისუფლების რაღაც ხარისხი ჰქონდა - 2012 წლის შემდეგ არჩეული ორივე პრეზიდენტი და სამი სახალხო დამცველიდან - ორი, რომ აღარაფერი ვთქვა „ოცნების“ ადრინდელ პოლიტიკურ მოკავშირეებზე. სამაგიეროდ, მის გარემოცვაში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ყველაზე კრიტიკული წლების განმავლობაში „ჭკვიანურად“ იყვნენ განაბულები. სხვებთან „ოცნებას“ დღეს მხოლოდ კულუარული და სიტუაციური თანამშრომლობის შანსი აქვს და ესეც გაუჭირდება.

- საქართველოში აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე რომ ტემპერატურა იმატებდა ხოლმე, ეგ გასაკვირია არაა, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის საარჩევნო უბნებთან მიყვანა. მაგრამ, 2024 წლის არჩევნები ამ თვალსაზრისით რომ გამორჩეულია, ფაქტია.

სახელისუფლებო და ოპოზიციური ფლანგის პროპაგანდამ იმდენი იღვაწა, ნათლად ჩანს, რომ ამომრჩევლების უმეტესობა სწორედ ამ ორივე მხარის პროპაგანდისტული ენით მეტყველებს. სამწუხაროდ, ამ ენით ახლა საუბრობენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს „სააზროვნო სივრცე“ ქვეყანაში აღარც კია დარჩენილი.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, პოსტსაარჩევნო არითმეტიკას აზრიც აღარ აქვს, რადგან, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებულ მოქალაქეებში ერთმანეთის მიუღებლობა საკმაოზე მეტადაც კი მაღალია. ამგვარი ვითარება გაიძულებს იმაზეც დაგაფიქროს, რეალურად, როგორია ან ხელისუფლების, ანაც ოპოზიციის ამომრჩეველი. მოდით, ხელისუფლების ამომრჩევლით დავიწყოთ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ევროკავშირიც უნდათ, მაგრამ, აშკარად სსრკ-ს ნოსტალგიაც აქვთ. რეალურად რა უნდათ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს? სავარაუდოდ, როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს?

- „ოცნების“ ამომრჩევლები არ წარმოადგენენ ერთგვაროვან მასას. მათ შორის არიან აშკარა რუსეთუმეებიც, ისეთი ადამიანებიც, ვისაც, უბრალოდ, სტაბილურობა სურთ, ან ვისაც მწვავედ ახსოვს ბოლო ჟამის სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უგვანო ქცევა. არსებობს დიდი მასა იმ ადამიანებისა, ვინც თავად ვერ გარკვეულა სიტუაციაში და ყოველი შემთხვევისათვის ხელისუფლებას უჭერს მხარს. „ოცნებამ“ შეძლო და შექმნა კლასი ადამიანებისა, ვისთვისაც დასავლეთი მორალური კრახის სინონიმია და ა.შ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იმ ადამიანების არსებობაა, ვისი ლოიალობაც ხელისუფლებამ ამა თუ იმ ტიპის შემწეობებითა და დასაქმებით უზრუნველყო. იაპონური ანდაზაა, გაჭირვებულს მიეცი ანკესი და ნუ მისცემ თევზსო.

ოპოზიციის ამომრჩეველს უნდათ ნორმალური სახელმწიფო, რომელიც თანამშრომლობს ნორმალურ ქვეყნებთან და არა რუსეთთან ირანთან, ჩრდილო კორეასთან და ა.შ. უნდათ, რომ მათთვის ღია იყოს ცივილიზებული სამყარო და ქვეყანა გეოპოლიტიკურ ჩიხსა და იზოლაციაში არ აღმოჩნდეს

თევზის მიცემა ნიშნავს, რომ ეს გაჭირვებული იძულებული იქნება, ახალ წყალობას ელოდოს და თვალებში შემოგვციცინებენ. სამწუხაროდ, ოცნების მიერ გაწეული დასაქმებაც და დახმარებებიც, უმალ, თევზის მიცემას ჰგავს.

- ოპოზიციის უმეტესობის საარჩევნო სურვილები მეტად ცხადი და გასაგებია. მათი უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა „უცხო ქვეყნის გავლების გამჭვირვალეობის“ კანონს. მტკივნეულად რეაგირებდა ხელისუფლების მისამართით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების კრიტიკაზე.

რეალურად, რა უნდათ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ამომრჩევლებს? როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს?

- მოკლედ ვიტყვი: ოპოზიციის ამომრჩეველს უნდათ ნორმალური სახელმწიფო, რომელიც თანამშრომლობს ნორმალურ ქვეყნებთან და არა რუსეთთან ირანთან, ჩრდილო კორეასთან და ა.შ. უნდათ, რომ მათთვის ღია იყოს ცივილიზებული სამყარო და ქვეყანა გეოპოლიტიკურ ჩიხსა და იზოლაციაში არ აღმოჩნდეს.

საქართველოში ყოველთვის არსებობდნენ წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც, უპირატესად, ვიღაც დამკვეთის იდეებს ახმოვანებდნენ

მათ ისიც ესმით, რომ თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია ქვეყანას ყველასგან იზოლირებული აშენებდე და გინდა თუ არა, ასე თუ ისე, ადეკვატური პარტნიორები უნდა შეარჩიო.

- არჩევნებში სულ 19 პოლიტიკური სუბიექტი იღებს მონაწილეობას. დამკვირვებელთა უმეტესობის ვარაუდით, უმეტესი მათგანი 5-%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. რა უნდათ და რა როლი შეიძლება ითამაშონ ამ არჩევნებში მონაწილე იმ პარტიებმა, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ?

- ისინი, უმალ, დაფანტავენ ხმებს. შედეგების თვალსაზრისით პოზიტიური როლი მხოლოდ იმ პარტიებისათვის შეიძლება ითამაშონ, ვინც ბარიერს გადალახავს და თანაც მაღალი მაჩვენებლით. საქართველოში ყოველთვის არსებობდნენ წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც, უპირატესად, ვიღაც დამკვეთის იდეებს ახმოვანებდნენ.

უცხოელი დამკვირვებლები ამ არჩევნებზე თვალს აღარ დახუჭავენ იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადრე არაარსებითად მიიჩნევდნენ. ამას დაუმატეთ „ოცნების“ ლიდერის ბოლო გამოსვლა, სადაც ის კიდევ ერთხელ დაგვპირდა რეპრესიებს ოპოზიციის და, თანაც, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს ისეთი შეცდომაა, რომლითაც წინასწარ ქმნი უნდობლობის განწყობას

- არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვაშინგტონიდან და ევროპიდან საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ კრიტიკული გზავნილები მიიღო.

კრიტიკული შენიშვნების ჩამონათვალი იმდენად გრძელია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი საფიქრალი ახლა უკავშირდება იმას, აღიარებს თუ არა ევროპა და აშშ-ს საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს ის შემთხვევაა, როცა არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლება არც დასავლეთის და არც რუსეთის ინტერესებში არაა.

ამ თვალსაზრისით, დღეისათვის, რეალურად, 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად აღიარების, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს?

- გამიჭირდება პასუხის გაცემა. ერთი რამ ცხადია: უცხოელი დამკვირვებლები ამ არჩევნებზე თვალს აღარ დახუჭავენ იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადრე არაარსებითად მიიჩნევდნენ. ამას დაუმატეთ „ოცნების“ ლიდერის ბოლო გამოსვლა, სადაც ის კიდევ ერთხელ დაგვპირდა რეპრესიებს ოპოზიციის და, თანაც, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს ისეთი შეცდომაა, რომლითაც წინასწარ ქმნი უნდობლობის განწყობას.

არჩევნების შემდგომი რთული პერიოდი გველის. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დასავლური პოლიტიკა ჩვენთან მიმართებაში მკვეთრად უნდა შეიცვალოს. პუტინის მეგობარი და მის მიერ პირდაპირ მოსყიდული პოლიტიკური ლიდერების წყალობით დასავლეთმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩვენთან მიმართებაში და იმედია, ახლა მაინც შეეცდებიან, ადეკვატურები იყვნენ. ჩვენი საბოლოო დაკარგვით თავად დასავლეთიც დიდწილად კარგავს იმ ფსიქოლოგიურ და მორალურ უპირატესობას, რომელიც მას ავტორიტარულ რეჟიმების მიმართ აქვს. ვფიქრობ, ეს მათ ნათლად იგრძნეს და ამიტომაც ადევნებენ ასე ყურადღებით თვალს ჩვენში მიმდინარე პროცესებს.

მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, ეს ფაქტორი აუცილებლად იმუშავებს. დასავლეთისათვის მძიმეა ამგვარი პრეცედენტების დაშვება. ამან თავად ევროკავშირის შიდა პროცესებზეც შეიძლება იქონიოს გავლენა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასავლელმა მემარცხენე ლიბერალებმაც საგრძნობლად შეანელეს თავისი იდეოლოგიური რადიკალიზმი და არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში. მათ უკვე საკმაოდ ავნეს ევროკავშირის შიდა პროცესებს.

- მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს „არ მოაპარვინებს“.

რუსეთის დაზვერვის უფროსმა ბატონმა პატრუშევმა, ამას წინათ საქართველოს თემაზე ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს,, მაგრამ, ისიც თქვა, რომ დასავლეთი საქართველოში რევოლუციისთვის ემზადება. მან ასევე პრაქტიკულად გვითხრა ირიბად, რომ რუსეთი საქართველოშია და სიტუაციას აკონტროლებს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს?

- ამ კითხვას ოდესღაც ტალეირანმა უპასუხა კარგად საფრანგეთის რევოლუციის დღეებში: რევოლუციონერები ვერსალში სხედანო. ადამიანები ქუჩაში გამოდიან იქ, სადაც ხელისუფლებას ნდობა დაკარგული აქვს და მასთან დიალოგის ყოველგვარი შესაძლებლობაა მოშლილი. გამოხდილი წყალი ნაღებს ვერ მოიგდებს. უნიადაგოდ ამგვარი პროცესები არ შეიძლება დაიწყოს.

ნებისმიერ, ყველაზე დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში არსებობს ჯგუფები, რევოლუციასა და ყველაფრის ხელახლა დაწყებაზე რომ ოცნებობენ. მაგრამ თუ მათი გავლენა იზრდება, ეს თითქმის მთლიანად ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენშიც, თუ პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს, ამაში დამნაშავე იქნებიან არა „ნაცები“ ან „უცხო გავლენის აგენტები“, არამედ ხელისუფლება, რომელსაც პრიმიტიული თავის თავში შეყვარებული ადამიანივით ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე შეცდომას უშვებს და ვიღაცას შეიძლება არ უყვარდეს.

თუ პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს, ამაში დამნაშავე იქნებიან არა „ნაცები“ ან „უცხო გავლენის აგენტები“, არამედ ხელისუფლება, რომელსაც პრიმიტიული თავის თავში შეყვარებული ადამიანივით ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე შეცდომას უშვებს და ვიღაცას შეიძლება არ უყვარდეს

ხოლო თუ ასეთი ვინმე არსებობს, ის ან ნაცია, რაღაც „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი, ან, უბრალოდ - ავადმყოფი. ქუჩაში გამოსვლა სასოწარკვეთის ნაყოფია, იმ მდგომარეობის შედეგია, როდესაც დაკარგულია ხელისუფლებასთან სამოქალაქო დიალოგის ყველა იმედი და როდესაც ამ უკანასკნელის არაადეკვატურობა თავად მისი მომხრეებისთვისაც ცხადი ხდება.

- მოსკოვისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ძალის გამოყენებით არ ჩაერევა? თუ კი, სავარაუდოდ, როგორ?

- პირდაპირი ძალისმიერი ჩარევა გამორიცხულად მიმაჩნია. ამით რუსეთი გაიორმაგებს საერთაშორისო სირთულეებს. თუმცა, რუსეთიდან ადამიანების დიდი მასის შემოდინება არა მგონია რუსული უშიშროების ზედამხედველობის გარეშე მომხდარიყო და ამის შედეგები შეიძლება უახლოეს ხანებში ვნახოთ.

სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ემიგრანტები გულმოდგინედ სწავლობენ ჩვენს ცხოვრებას და უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ ჩვენს ნაკლოვან მხარეებს. რუსული კოლონიალიზმი უპირატესად სწორედ დასაპყრობი თუ დაპყრობილი ხალხების სისუსტეთა ცოდნას ეყრდნობოდა და ეყრდნობა. აღარ ვლაპარაკობ სხვა როლზე, რომელიც მათ შეიძლება შეასრულონ.

არჩარევის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ, ვფიქრობ, ამას ასე იოლად არ დაუშვებენ თურქები და ჩინელები. არც ერთს არ აწყობს, რომ რუსებმა ჩვენზე გამავალ სატრანზიტო გზას სრული კონტროლი გაუწიონ. ორივესათვის დაუშვებელია რუსების სამხედრო ყოფნა საქართველოში.

- რა როლის შესრულება შეუძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმისთვის, რომ არჩევნებმა და არჩევნების შემდეგ პროცესებმა ქვეყანაში მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაიაროს?

- პრეზიდენტი, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ჩვენ ყველანი დაინტერესებულები უნდა ვიყოთ, რომ არჩევნებს რადიკალური დაპირისპირება არ მოჰყვეს. ის დღევანდელ საქართველოში პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს.

ამიტომაც არიან „ოცნება“ და მისი მომხრეები ასეთი აგრესიულები მის მიმართ. არადა, „ოცნებამ“ თავისი ქაოსური გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური სალტო-მორტალეებით თავად შეუქმნა მას ძალზე ხელსაყრელი ფონი.

რაც მთავარია, ქალბატონმა სალომემ სრულიად ადეკვატურად გაიაზრა ისტორიული მომენტის მნიშვნელობა. „ქარტიითა“ და ტექნიკური მთავრობის იდეით აუცილებელი ერთგვარი სტრუქტურულობა და სტრატეგიული მთლიანობა შეიტანა ოპოზიციურ მოძრაობაში. ეჭვი მაქვს ოპოზიციური პარტიები ამას ვერ მოახერხებდნენ. ვიცი, რომ ის და მისი გარემოცვა ბევრს მუშაობენ.

ქალბატონმა სალომემ სრულიად ადეკვატურად გაიაზრა ისტორიული მომენტის მნიშვნელობა. „ქარტიითა“ და ტექნიკური მთავრობის იდეით აუცილებელი ერთგვარი სტრუქტურულობა და სტრატეგიული მთლიანობა შეიტანა ოპოზიციურ მოძრაობაში. ეჭვი მაქვს ოპოზიციური პარტიები ამას ვერ მოახერხებდნენ. ვიცი, რომ ის და მისი გარემოცვა ბევრს მუშაობენ

ამასთან, პროცესების მშვიდობიანად განვითარება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. მწველ კითხვად რჩება ის, თუ რაზეა „ოცნება“ წამსვლელი ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

- ახლა ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, საინტერესოა თუ როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ, ანუ 27 ოქტომბერს. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში რას ურჩევდით საქართველოს მოქალაქეებს?

- თუკი ჩემს რჩევას რაიმე მნიშვნელობა ექნება, პირველ რიგში, იმას ვურჩევდი, რომ არჩევნებზე წასულიყვნენ. დღეს ჩვენ ქვეყნის გადასარჩენად გვჭირდება, რომ „ოცნებამ“ იმდენად კრიტიკულად მცირე ოდენობის ხმები მიიღოს, რომ მისთვის ხელისუფლებისათვის ნებისმიერი ხერხით ბრძოლამ აზრი დაკარგოს.

დღეს ჩვენ ქვეყნის გადასარჩენად გვჭირდება, რომ „ოცნებამ“ იმდენად კრიტიკულად მცირე ოდენობის ხმები მიიღოს, რომ მისთვის ხელისუფლებისათვის ნებისმიერი ხერხით ბრძოლამ აზრი დაკარგოს

და კიდევ ერთი: ვინც არ უნდა აღმოჩნდეს ხელისუფლების სათავეში, თავი იმთავითვე ეჭვმიტანილად უნდა იგრძნოს. თითქმის ორმოცწლიანმა გამოცდილებამ კარგად დაგვანახა, თუ რა სავალალო შედეგების მოტანა შეუძლია პოლიტიკური ლიდერების მიმართ ხბოს აღტაცებას. გამარჯვებულმა უნდა იგრძნოს, რომ მას ფხიზლად ადევნებენ თვალს.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ მოვლენებს, ყველაფერი გამოჩნდება. დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება და არა მგონია, მათ დამატებით სჭირდებოდეთ რაიმე რჩევის მიცემა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო