ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავზე მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მომზადდა. ფილმი „საზოგადოება ივერიისამ“ დააფინანსა და მისი პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სასულიერო პირები, “საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა სათათბიროს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. ფილმი წარმოაჩენს საქართველოს უძველეს ტრადიციებს, რომელთა დავიწყებაც დაუშვებელია, რადგან ისინი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

ფილმი სრულად დაფინანსებულია „საზოგადოება ივერიისას“ მიერ, რომელიც არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.

„საზოგადოება ივერიისამ“ დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის მიზანია წინ წამოვწიოთ ის ისტორიული პიროვნებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი იდენტობის განსაზღვრაში. ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, როგორ აზროვნებდნენ მათი წინაპრები, რას ანიჭებდნენ ისინი უმთავრეს და გადამწყვეტ მნიშვნელობას. სწორედ ამ პროექტის ნაწილია დოკუმენტური ფილმი ქეთევან დედოფალზე: „ქეთევანი-დედოფლის დაბრუნება„ რომელიც დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს ეძღვნება,“ - განმარტავენ „საზოგადოება ივერიისაში“.

ფილმის რეჟისორია თამარ მახარაძე, რომელსაც წლების წინ ანალოგიური ფილმის გადაღების თხოვნით ვატიკანის ელჩმა მიმართა. თუმცა თამარმა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ „საზოგადოება ივერიისას“ ჩართულობის შემდეგ მიიღო.

„ასეთი შემოთავაზება რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ვატიკანის ელჩისგან, მაგრამ მაშინ ვერ გავბედეთ, ამ თემას შევხებოდით. ახლა კი ეს ყველაფერი მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით მოხდა. ფილმი დაფინანსებულია ისეთი ქართული სულიერებით და შემოქმედებითი ღირსებით აღსავსე „საზოგადოება ივერიისას“ მიერ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მივეცი თავს უფლება, რომ ფილმზე მემუშავა. საინტერესოა, რომ ქართველ ქალებს შორის მსოფლიო მასშტაბით სწორედ ქეთევან დედოფალია ყველაზე ცნობილი. მისმა ღვაწლმა და ღირსებამ, როგორც ქალის და როგორც წმინდანის, გააღწია საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა თამარ მახარაძემ.

ფილმს დამსწრე საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის