პრემიერი - საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებში იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა პროგნოზირებული - ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მლრდ-ს გადააჭარბებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებში იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს არის წლევანდელი განახლებული და ასევე საშუალოვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიან ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე, ქვეყანას საშუალოვადიან პერიოდში, 2024-2029 წლებში, ანალოგიურად ფართო რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც რა თქმა უნდა, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი ახორციელებს. მინდა თითოეულ თქვენგან ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. წლევანდელი პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებს.

რაც შეეხება 2024-2029 წლებს, ჩვენი უპირატესობაა 1.6 ანუ ჩვენი პროგნოზი 1.6-ჯერ აღემატება იმ პროგნოზს, რომელიც სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული. ჩვენი ამოცანაა ეს ტემპი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით ხოლმე იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ჩვენ გვაქვს ამისთვის გაწერილი, კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მლრდ-ს გადააჭარბებს. ამისთვისაა გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები და პროექტები და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მიზანს წარმატებით შევასრულებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს