პრემიერი - ორ დღეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული არჩევნები ტარდება - მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

ორ დღეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ მადლობა გადაუხდა შსს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„ორ დღეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ტარდება, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, განსაკუთრებით შსს, უსაფრთხოების სამსახურს და ყველა სამართალდამცავ უწყებას, მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით სწორედ, ასეთ გარემოში ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში არჩევნები.

ზოგადად, მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეს არჩევნები, მათ შორის, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება - რამდენად შეძლებს ჩვენი ქვეყანა გააგრძელოს სტაბილური განვითარება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება