„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია - „ქართული ოცნება” აგრძელებს ძალადობას ამომრჩევლებზე, სკოლებში მშობლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ზეწოლას ახდენენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნება” აგრძელებს ძალადობას ამომრჩევლებზე, სკოლებში მშობლებს ართმევენ პირადობის მოწმობებს და ახდენენ ზეწოლას, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ“.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნიკა ქაშიბაძის ინფორმაციით, საარჩევნო სიებში გარდაცვლილთა სახელ-გვარებიცაა შეტანილი, რის გამოც, ის რეაგირებას ითხოვს.

„ხელვაჩაურში, აჭარისწყლის სკოლის დირექტორის ლელა გორგოშაძის დავალებით გასულ კვირას მასწავლებლებმა მშობლებს მიატანინეს სკოლაში პირადობის მოწმობები და დღემდე არ დაუბრუნებიათ. პირადობის მოწმობების მიტანის და დღემდე არ დაბრუნების მიზეზს მშობლებს არ ეუბნებიან.

ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სიებში შეყვანილი ჰყავთ გარდაცვლილი პირები, როგორც ჩანს, წელსაც გარდაცვლილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი ივანიშვილის რეჟიმი.

მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა რა მიზეზით და უფლებით ართმევენ მშობლებს პირადობის მოწმობებს; დაუყოვნებლივ, დღესვე დაბრუნებული იქნას უკანონოდ წართმეული პირადობის მოწმობები; შესწავლილი იქნას, როგორ აღმოჩნდნენ გარდაცვლილი ადამიანები საარჩევნო სიებში და ამოიღონ სიიდან. ცესკომ და უსკომ მოახდინონ სათანადო რეაგირება!”- აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება