სახალხო დამცველი საერთაშორისო კონფერენციაში - „ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები (NHRIs) არამდგრად პერიოდში: გამძლეობა და გამოწვევები“ მონაწილეობდა

2024 წლის 21-22 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის ანაიტ მანასიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები (NHRIs) არამდგრად პერიოდში: გამძლეობა და გამოწვევები“.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნების ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების და თანასწორობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს NHRI-ების როლს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვისა და ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი, თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობის საქმეში; განიხილეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესაძლებლობები - კრიზისულ სიტუაციებში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ასევე, ისაუბრეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

სესიებზე განხილვის საგანს წარმოადგენდა: ინსტიტუტების/NHRI-ების გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის სისტემაზე; ადამიანის უფლებათა შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები; საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და რეკომენდაციების ეფექტური განხორციელების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და მათ საჭიროებებზე სასწრაფო და დაუყოვნებელი რეაგირების მექანიზმებზე. ასევე, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის და თანასწორობის ორგანოების გაძლიერების აუცილებლობაზე.

კონფერენცია, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავის მიეძღვნა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია