მიხეილ სარჯველაძე - მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი ისევე, როგორც კეთილდღეობა და ყველა ის მიმართულება, რაზეც ხელისუფლება მუშაობს

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა ის, რომ საზოგადოების განწყობები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ არის ისეთი, როგორი შთაბეჭდილებებისა და ილუზიების შექმნასაც შეიძლება დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცდილობდეს, - ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში გამართული „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება.

მისი თქმით, მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის მთავარი პრიორიტეტია.

„ფაქტია, რომ დღეს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რისი ერთგულიც არის ხელისუფლება და რისი მიმართულებითაც ხელისუფლების მხრიდან პრიორეტიზაცია ხორციელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშვიდობა საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი ისევე, როგორც კეთილდღეობა და ყველა ის მიმართულება, რაზეც ხელისუფლება მუშაობს. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, რომ ბოლოდროინდელი კამპანია, რომელიც წინასაარჩევნოდ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აწარმოვა, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სწორად გაკეთდა აქცენტები განვლილი პერიოდის შეფასებასთან დაკავშირებით. ფაქტებზე დაფუძნებით იქნა საზოგადოებისთვის ინფორმაცია სრულად მიწოდებული. აქედან გამომიდინარე, ალბათ, სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა საზოგადოებას აქვს იმ გეგმების რეალისტურობასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი