გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლსა და მეუღლის ოფისში - Atlantic Council-ში ჩხრეკა, სავარაუდოდ, ამ კომპანიის საქმიანობას უკავშირდება

პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობას.

როგორც გიორგი ნონიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი მეუღლე, სოფო გელავა აღნიშნულ ამერიკულ კომპანიაში მუშაობს, სადაც რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კვლევებს ატარებს.

ნონიაშვილის განმარტებით, პოლიციამ ჩხრეკა საცხოვრებელ სახლში და Atlantic Councilის ოფისში უკვე დაასრულა.

მისვე თქმით, პოლიციამ მისი მეუღლე, სოფო გელავა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა ჯერჯერობით არ მისულა.

„დილის 08:00 საათზე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური მოვიდა ჩემს ოჯახში. ჩემი მეუღლე სოფო გელავა მუშაობს ამერიკულ კომპანია Atlantic Council-თან, მათ შორის არის მკვლევარი რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო სამსახური ამბობდა, მის კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და აქედან გამომდინარე, თანამშრომლები, ვინც კონტრაქტში არიან, სასამართლო განჩინება გამოცემულია, რომ ყველას სახლში ჩატარდეს ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც, ჩემი ოჯახიდან წაიღეს არამარტო ჩემი მეუღლის, სოფო გელავას კუთვნილი ლეპტოპი, დივაისები, არამედ ასევე ჩემი კუთვნილიც, მე ფორმალურადაც კი, არაფერ კავშირში არ ვარ ამ კონკრეტულ საქმესთან და ასევე, ჩემი 12 წლის შვილის სასკოლო ლეპტოპიც, ანუ ყველა დივაისი, რაც კი ოჯახში არსებობს[ამოიღეს].

იმ ვითარებაში, როდესაც დიდი ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ სპექტრზე და იმ ვითარებაში, როდესაც ჩემი მეუღლე სამოქალაქო საზოგადოების წევრია, მკვლევარია და მე პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, განსაკუთრებით არჩევნებამდე სამი დღით ადრე.

არ ვფლობ ინფორმაციას, სხვა ადამიანების სახლებში როგორი ტიპის ჩხრეკა მიმდინარეობდა, თუმცა ერთადერთი რაც ვიცი, ასევე Atlantic Council-ის თანამშრომელია ეთო გუძიაშვილი, რომელთანაც ჩხრეკა-ამოღება ახლა მიმდინარეობს “, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო