თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში ინდურ ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალის წარმომადგენლებს უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სტატიაში საოჯახო დასვენებისთვის მსოფლიოს 7 საუკეთესო მიმართულებაა წარმოდგენილი. თბილისი შემდეგ მიმართულებს შორისაა: ლოს-ანჯელესი(აშშ), სინგაპური, მიუნხენი(გერმანია) პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა(ბოტსვანა) და ჯაისამლერი(ინდოეთი).

„თბილისზე საუბრის დასაწყისში, ჟურნალისტები ტაძრებს, ქვაფენილიან ქუჩებსა და მიმზიდველ კაფეებს ქალაქის იდენტობის ნაწილად მიიჩნევენ. ავტორები მკითხველს უზიარებენ საინტერესო მარშრუტებს: „ბავშვიან წყვილებს შეუძლიათ ანჩისხატის ტაძრიდან დაიწყონ ფეხით სეირნობა, გაიარონ გუდიაშვილის მოედანი და სიყვარულის ხიდამდე მივიდნენ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებულად გამოარჩევენ ფუნიკულიორიდან და რიყის პარკის საჰაერო ბურთიდან გაშლილ ქალაქის ხედებს. ინდოელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ლეღვთახევის ჩანჩქერისა და გოგირდის აბანოების მოხსენიებაც. „თბილისური თავგადასავალი დააგვირგვინეთ საუცხოო ხაჭაპურით, კერძებით სავსე გობით და ადგილობრივი ღვინით“. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ავიაკომპანია Vistara-ს შერწყმა ინდოეთის უმსხვილეს ავიაკომპანია IndiGo-სთან. IndiGo თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დელიდან ასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

https://magazine.airvistara.com/suitcase/7-bucketlist-destinations/

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება