ვლადიმერ პუტინი - მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან

მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან, ეს ილუზიური გათვლებია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

„საერთოდ არ მალავენ მიზანს ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის ილუზიური გათვლები, რომელთა გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც არ იცის რუსეთის ისტორია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, უკრაინას რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხეების შესაქმნელად იყენებენ.

„უკრაინა, რომელიც გამოიყენებოდა და გამოიყენება რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხის შესაქმნელად, უგულებელყოფენ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს, სამართლიან შეშფოთებას რუსულენოვანი ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ და ახლა ისინი საერთოდ არ მალავენ მიზანს, სტრატეგიული მარცხი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს