ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შეკრებაზე მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩამოსაყვანად პარტიამ მათი ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯი გაიღო და ეს ხარჯები დეკლარირებული იქნება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შეკრებაზე მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩამოსაყვანად პარტიამ მათი ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯი გაიღო.

როგორც მან აღნიშნა, ხარჯები დეკლარირებული იქნება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე.

„რეგიონებიდან მობილიზებული გვყავდა ხალხი. რომ არ ჩამოსულიყვნენ, იქნებოდა იმდენით ნაკლები, რამდენიც ჩამოვიდა რეგიონიდან, ეს არის მათემატიკა.

ოპოზიციასაც ჰყავდა რეგიონებიდან მობილიზებული ხალხი, მაგრამ ნახეთ რამდენჯერმე ნაკლები მოვიდა ოპოზიციის შეკრებაზე. მთელი საქართველოდან ჰყავდათ მათ მობილიზებული ადამიანები, თუმცა ხალხი ვერ შეკრიბეს, ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. მობილიზაცია იყო. შემიძლია ციფრებით გითხრათ რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს მათ რეგიონებიდან. თუმცა მაინც ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, ეს იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა. ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება. შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ქვეყნიდან მხარდამჭერების მობილიზება, ჩამოსვლა. ჩვენ გვქონდა ხარჯები, მათ შორის ეს იყო ტრანსპორტირების ხარჯები, ეს იყო კვების ხარჯები და ეს იქნება დეკლარირებული ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე. რაც იყო დახარჯული ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დეკლარირებული. [შეკრებაზე] რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული და ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით არჩევნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება