პრემიერი - მინდა მადლობა გადავუხადო გდდ-ს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელ პირებს

მინდა მადლობა გადავუხადო გდდ-ს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს,- ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ახალი ბაზის დათვალიერების შემდგომ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მიმართულებით გდდ-ის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„დავათვალიერეთ ახალი ბაზა, რომელიც ეკუთვნის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს გდდ-ს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. არის არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა, ყველა თვალსაზრისით გამართული. ასევე დავათვალიერეთ ახალი ტექნიკა, რომლითაც აღიჭურვა გდდ. მოგეხსენებათ, რომ მთლიანად შსს-ს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და ამ კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყველა მიმართულებით გდდ-ის საქმიანობას.

მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მადლობას ვუხდი ამ დეპარტამენტის, ამ სამსახურის თითოეული წარმომადგენელს, რა თქმა უნდა მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და მინდა ყველა მივულოცო ამ ახალი ბაზის გახსნა“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს