სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N5-ში სასმელი წყლის მიწოდების საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობა და სემეკის მიერ დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

„კომპანიას დაევალა ჯარიმის სახით დაკისრებული 10 000 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

მოქალაქის მომართვის საფუძველზე, სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის მიერ წყნეთის გზატკეცილი N5-ში წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელი არ იყო მოწყობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სასმელი წყლის მიწოდება არ შეესაბამებოდა ტექნიკურ ნორმებსა და სტანდარტებს.

კომპანიას დაევალა ხარვეზების გამოსწორება და მოქალაქისთვის სასმელი წყლის მიწოდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. განსაზღვრულ ვადაში დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სემეკი იმსჯელებს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ სანქციის დაკისრებაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს