ვახტანგ გომელაური - თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც, 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე - ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს, ეგ შეიძლებოდა?!

თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად - სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყლის ჭავლთან გაზის შერევის დასაშვებობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელდა.

„ავთენტური იყო თუ არა ეს ჩანაწერი, საკითხავია და ალბათ, გამოსაძიებელია და სანახავია, ნამდვილი იყო თუ არა, აწყობილი იყო თუ არა. მივხედავთ მაგასაც. ეს ბრძანება გამოცემული იყო 2015 წელს, რომელიც შეიცვალა 2021 - გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ქვეყნების, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო. სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად. ახალ ბრძანებაში წერია, რომ გაუქმებულია წინა 2015 წლის ბრძანება და შეიძლება გამოიყენო ერთდროულად წყალი და გაზი და არა მარტო ეს - ევროპაში იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც აქციის დასაშლელად. ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლებოდა?!“.- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება