ვახტანგ გომელაური - 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს ამდენი ხალხის გამოსვლა ქალაქში - გაგვიხარდა ძალიან, რომ ამდენი ჩვენი მოქალაქე უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ქალაქში იმ ოდენობის მოქალაქეები არ გამოსულან, რაც გუშინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ შეკრებაზე იყვნენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია [მხარდამჭერების ნახვის ფონზე[ ხელისუფლების გადაბარებაზე არ ფიქრობს.

„ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს ამდენი ხალხის გამოსვლა ქალაქში. გაგვიხარდა ძალიან, რომ ამდენი ჩვენი მოქალაქე უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.

[ხელისუფლების გადაბარება] დარწმუნებული ვარ, არ დაგვჭირდება, არ მოხდება. რასაც უყურებთ, ეს არ მოხდება“,- განაცხადა გომელაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება