შს მინისტრი - ბატონი ზვიადი და ბატონი ლაგაზაური მართლა გმირები არიან, ომი იყო - ომში მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ - მინდა მათ მადლობა ვუთხრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს უწყება სარჩევნო უბნებზე პოლიციის დანაყოფებს სპეციალურად გზავნის და მათ არჩევნებს „აბარებს“.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, რადგან „ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის“.

„არ შეიძლება ამდენი სიცრუის ტირაჟირება. ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც. ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის. აქედან გამომდინარე, ჯგუფი კეთდება, ეს თელავი იქნება თუ ზუგდიდი. შედის კრიმპოლის, პატრულის, გდდ-ის რამდენიმე თანამშრომელი, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლები. კეთდება ჯგუფი და მუშაობენ. ხელმძღვანელი ჰყავს რეგიონს და მუშაობენ. ეს არის სიცრუე, რასაც სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიები ავრცელებთ“, - მიმართა გომელაურმა ჟურნალისტს.

მან უწყების ყველა თანამშრომელს, მათ შორის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს მადლობა გადაუხადა.

„რაც შეხება მადლობის თქმას, მინდა შსს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების ბაზაზე და მინდა მათ ვუთხრა მადლობა, ზუსტად ბატონ ზვიადს თავის ქვეყნისთვის, რაც გაუკეთებია და ამ ადამიანებს. ეს ადამიანები ყოველთვის თავის სამშობლოს იცავენ. ომი იყო, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ. მართლა გმირები არიან ბატონი ზვიადიც და ბატონი ლაგაზაურიც“, - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს