საარჩევნო ადმინისტრაცია საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ - სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რითაც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

ცესკო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ.

სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.

გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაელოდონ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს და ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქეთევან თურაზაშვილის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის მიმართ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რათა გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და იმავდროულად მიმართავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შეუჩეროს წევრობა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრს, თეონა ჯაფარიძეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება