ნინო წილოსანი - 2012 წლის აქციის შემდეგ, ასეთი მასშტაბური პოლიტიკური აქცია თბილისს არ ახსოვს - ყველა ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანას ვნებს, აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სამაგალითოდ დასჯილი

ფაქტობრივად, 2012 წლის აქციის შემდეგ, ასეთი მასშტაბური პოლიტიკური აქცია თბილისს არ ახსოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ამ დიდი ზეიმის პარალელურად, პარტიული ჟურნალისტები, ფაქტობრივად, მიკროფონებით ნადირობდნენ ადამიანებზე და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს აბულინგებდნენ“.

„ფაქტობრივად, 2012 წლის აქციის შემდეგ, ასეთი მასშტაბური პოლიტიკური აქცია არ გამართულა და არ ახსოვს თბილისს. რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიკრიბნენ ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის, სწორ არჩევანს 26 ოქტომბერს. მინდა თითოეულ მათგანს და ჩვენს ყველა მხარდამჭერს მადლობა ვუთხრა ამ ერთიანობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომელსაც ყოველთვის იჩენენ საკვანძო მომენტში. როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ასევე იქ მყოფი თითოეული ადამიანის გზავნილი იყო, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს მშვიდობას, რომ ამ ქვეყანას ეძლევა რეალური შანსი, გააგრძელოს ის განვითარება და ის წინსვლა, რომელიც გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და მოხდეს გაერთიანებული საქართველოს პირობებში. ასევე, ყველა ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანას ვნებს, აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სამაგალითოდ დასჯილი. ამ დიდი ზეიმის პარალელურად, პარტიული ჟურნალისტები ფაქტობრივად, მიკროფონებით ნადირობდნენ ადამიანებზე, აშავებდნენ, აბულინგებდნენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. ესენი არიან ადამიანები საკუთარი პოლიტიკური პარტიებიანად, ვისაც ეზიზღება საკუთარი ხალხი. სწორედ ეს საკუთარი ხალხი გამოუტანს მათ განაჩენს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება