მაჰმუდ აბასი - ისრაელს ღაზას სექტორის პალესტინელებისგან დაცლა სურს

ისრაელს ღაზას სექტორის პალესტინელებისგან დაცლა სურს, - ამის შესახებ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ერთი წელი გავიდა იმ უდიდესი კატასტროფიდან, რაც პალესტინელმა ხალხმა 1948 წლის ნაკბას შემდეგ განიცადა, რომელიც ისრაელის ომია და რომლის დროსაც ღაზას სექტორში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის დანაშაულების ჩადენა ხდება. ეს ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლის მისი გეგმის ნაწილია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც საოკუპაციო ძალები მოსახლეობის შიმშილს მიმართავენ“, - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ღაზაში არსებული სიტუაცია პლანეტაზე ყველას აწუხებს.

„ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიტუაციაა და ყველაფერი, რაც იქ ხდება, არ შეიძლება პლანეტის უმრავლესობის გულებში ტკივილს არ იწვევდეს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება