გიორგი გახარია - თუ ივანიშვილი მოიკრეფს ძალას, მოუხმობს გონივრულობას და ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ქართველი ხალხი დიდსულოვანია და მას ალბათ, ბევრ რამეს აპატიებს

თუ ივანიშვილი მოიკრეფს ძალას, ცოტა მოუხმობს გონივრულობას და ჩაატარებს სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დიდსულოვანია და მას ალბათ ბევრ რამეს აპატიებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას და არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, მაშინ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება არ მოხდება.

„ივანიშვილს ტყუილებისა და მანიპულაციების არანაირი სივრცე არ დაუტოვეს. როცა ბოლო ინტერვიუს დროს გამოვიდა და თქვა „ორი, სამი კვირის შემდეგ ამერიკის ელჩს შეიძლება შევხვდეო და ნუ ღელავთ, დავალაგებ ამერიკასთან ურთიერთობებსო“, ეს პირველ რიგში, მომხრეებს გაუგზავნა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ღელავენ, როცა ხედავენ, რომ „ოცნება“ დამარცხებულია და მათთვის სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება მათდამი არის მნიშვნელოვანი. ბევრი სხვადასხვა ადამიანია, რომელსაც ესმის საქართველოსთვის აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობა. [ივანიშვილის] ეს ტყუილი უბრალოდ გაქარწყლა, გააბათილა [უცხოელი პარტნიორების განცხადებამ] თქვა, რომ არანაირი ურთიერთობების დალაგება არ მოხდება, თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას და არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს.

თუ ივანიშვილი მოიკრეფს ძალას, ცოტა მოუხმობს გონივრულობას და ჩაატარებს სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, დარწმუნებული ვარ და ბევრჯერ მითქვამს, ქართველი ხალხი დიდსულოვანია და მას ალბათ, ბევრ რამეს აპატიებს“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება