ვლადიმერ პუტინი ანტონიო გუტერეშს - მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მაგრამ ოჯახებშიც ხდება სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც მიდის

მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მაგრამ ოჯახებშიც ხშირად ხდება უთანხმოება, სკანდალები და ჩხუბიც კი, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელმაც BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ერთი ოჯახივით უნდა იცხოვროს.

„ბატონმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენ ყველამ ერთი დიდი ოჯახივით უნდა ვიცხოვროთ. ასეც ვცხოვრობთ. ოჯახებში, სამწუხაროდ, ხშირად ხდება უთანხმოება, სკანდალები, ქონების გაყოფა. ხანდახან საქმე ჩხუბამდეც მიდის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, BRICS თავის ერთ-ერთ მიზნად სწორედ „საერთო სახლში ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას“ განიხილავს.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა BRICS-ის სამიტზე განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში საჭიროა მშვიდობა და ქვეყნებს მოუწოდა, ერთი დიდი ოჯახივით იცხოვრონ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება