ანა ნაცვლიშვილი - ლუსტრაციაა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე რუსული ოცნება თავს ესხმის ადამიანებს, ვინც რუსულ გავლენებს იკვლევს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

ნაცვლიშვილი მკვლევრებს სოლიდარობას უცხადებს. ის , ასევე, იხსენებს ლევან გოგიჩაიშვილზე გუშინდელი თავდასხმის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ „ავტოკრატიის ბოლო ჟამს“ ახასიათებს.

"ლუსტრაციაა, რომ რუსული ოცნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ღიად თავს ესხმის მკვლევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთი სანდო, დასავლური ორგანიზაციის ბაზაზე იკვლევდნენ რუსულ გავლენებს საქართველოში და წლები ამხელდნენ რუსულ კვალს ორგანიზებული ყალბი ნარატივების უკან, სოციალური ქსელებში და არამარტო!

მმართველი პარტია რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ურცხვად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და დაუფარავად ცდილობს, იმოქმედოს ამომრჩეველთა განწყობებზე. სწორედ ამგვარი ფაქტების მხილებაში ჩართულ პირებს შეუცვივდნენ დღეს სახლში და ამოიღეს მათი სამუშაო მოწყობილობები.

ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, როდესაც ოლიგარქიულ ბანდას მოვაშორებთ მმართველობის სადავეებს. გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა!" , - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის