ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ ზონას და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,628,698 ლარს.

დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა.

,,ფოთისთვის წყლის სპორტული სახეობები ყოველთვის ისტორიული და ტრადიციული მნიშვნელობის იყო. ჩვენი ქალაქი ყოველთვის იყო ინტერესის სფერო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპორტსმენებისთვის. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი, ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გააცოცხლებს და გააძლიერებს ინტერესს წყლის სპორტული სახეობების მიმართ. ამასთან, ამ ბაზის გახსნა ახალ პერსპექტივას გაუხსნის ფოთს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ტურნირებისა და ღონისძიებების მასპინძლობაში.

მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჩვენ დელეგატს საქართველოს პარლამენტში, გიორგი ხახუბიას, იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება და სამომავლოდაც იგეგმება”, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა