შალვა მხატრიშვილი - ინტერვენციებმა ერთჯერადი გაუფასურება აგვარიდა, თუ ფუნდამენტურ ფაქტორებში არ გამოჩნდა გაუარესება

ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა რეზერვები შეამცირა, თუმცა ჯერ კიდევ შედარებით მაღალ ნიშნულზეა. რეზერვების მოცულობა დაახლოებით, 4 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს,- ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა მხატრიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა რამდენიმე წლის მანძილზე დაგროვილმა რეზერვებმა მისცა.

"ინტერვენციის როგორც გაკეთება, ისე არ გაკეთება შეიძლება გარკვეულწილად გაკრიტიკდეს, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავაზღვიოთ რისკები. ლარის გაუფასურება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ან მოკლევადიან ფაქტორებთან. რა თქმა უნდა, გაუფასურების რისკი ყოველთვის არსებობს. მაგალითად, თუ მომავალში ფუნდამენტური ფაქტორები გაუარესდა - ეს, რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურებას გამოიწვევს და ამას ეროვნული ბანკი ვერ და არ უნდა შეეწინააღმდეგოს. მეორე მხრივ, თუ ფუნდამენტურ ფაქტორებში, მაგალითად, საგადასახდელო ბალანსში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში არ გამოჩნდა გაუარესება მაშინ, ეს ნიშნავს იმას, რომ წინმსწრებად გაკეთებული ინტერვენციები დროული ყოფილა, რამაც ერთჯერადი გაუფასურება აგვარიდა", - აცხადებს შალვა მხატრიშვილი.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, შალვა მხატრიშვილის თქმით, საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვება ინფლაციის გარშემო არსებული რისკების გათვალისწინებით მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს