„ევროპელი დემოკრატები” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში იმყოფებოდნენ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში მხარდამჭერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა დავითაიას თქმით, რუსთაველ ამომრჩეველს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრა, რომელიც ქალაქში პრობლემას წარმოადგენს.

„წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში შევხვდით მხარდამჭერებს რუსთავში. საუბრის თემა იყო ის პრობლემატური საკითხები, რაც მნიშვნელოვანია რუსთაველებისთვის. ეს არის სამუშაო ადგილების პრობლემა, რაც რეგიონში მწვავედ დგას, თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება; სოციალური, ჯანმრთელობის, განათლების საკითხები. საქართველოს პარლამენტმა უნდა იმუშაოს ხალხისთვის, ეს არის მოთხოვნა რუსთაველი ამომრჩევლების, რომლებიც მხარს უჭერენ „ევროპელ დემოკრატებს“.

ამომრჩევლი მზად არის ცვლილებებისთვის, მისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული კურსი. სწორედ ეს არის პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გზავნილი ჩვენი მხარდამჭერების მიმართ“, - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება