ლევან სურგულაძე  - გვაქვს ძალიან ძლიერი ფინანსური სისტემა, შესაბამისად, საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება

ჩვენი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება, რაც ძალიან კარგია, - ამის შესახებ ფინანსისტმა, საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი უნდა დაემუქროს, თუ სხვაგვარი სტაბილურობა იქნება, მათ შორის, გეოპოლიტიკური.

„თუ ჩვენთვის ვიქნებით და გავაგრძელებთ ისე მუშაობას, როგორც ახლა ვმუშაობთ, წესით არაფერი უნდა შეიცვალოს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს ის მონეტარული პოლიტიკა, რასაც წარმატებით ახორციელებს ამ დრომდე.

აქამდე ლარი იყო სტაბილური, ფინანსური ინსტიტუტები ასევე სტაბილურია, გვაქვს ძალიან ძლიერი ფინანსური სისტემა, მომგებიანი ბანკები. ზედამხედველობა უნდა გაგრძელდეს იმავე რეჟიმში როგორც არის, კაპიტალის ბუფერების მოთხოვნა უნდა იყოს იმავე დონეზე რაც არის. უკვე ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რასაც ასევე წარმატებით აკეთებენ კიდევაც“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.

მან ასევე ისაუბრა სებ-ის სავალუტო ინტერვენციებზე და აღნიშნა, რომ სებ-ი სწორად და გონივრულად ასრულებს საკუთარ ვალდებულებას.

„სებ-ი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას, მას სხვა გზა არც კი აქვს და მიკვირს, რატომ ჩნდება ამის შესახებ საერთოდ კითხვები“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება