უკრაინის დაზვერვა - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის ოლქში

ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის ოლქში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

“სამხედროების პირველი ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებმაც მომზადება რუსეთის აღმოსავლეთ პოლიგონებზე გაიარეს, უკვე ჩავიდნენ რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო ქმედებების ზონაში - კერძოდ, 2024 წლის 23 ოქტომბერს მათი გამოჩენა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში დაფიქსირდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების კოორდინაციისთვის, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გეგმავს, რამდენიმე კვირა გამოიყოფა. განცხადების თანახმად, რუსეთში ჩასული ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 12,000 ადამიანს შეადგენს, მათ შორის არიან 500 ოფიცერი და სამი გენერალი.

განცხადების თანახმად, უკრაინასთან ბრძოლაში და დასავლეთთან გლობალურ დაპირისპირებაში კრემლი დიდ იმედებს ამყარებს ჩრდილოეთ კორეის კომპონენტზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს