თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი, არაიდენტიფიცირებადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა.

მათივე მოწოდებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მანდატის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან.

„წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან, მათ შორის, ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად დეზინფორმაციის გავრცელების აღკვეთის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების ეფექტიანი პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს:

– საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი, არაიდენტიფიცირებადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა;

– თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მანდატის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს