გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე - ვნანობ, რომ ყოველთვის შეიძლება უკეთ გაკეთება - პარლამენტს მაინც დავიცავდი, მაგრამ დაშლის ღონისძიებას ჩავატარებდი სხვანაირად

პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, - ასე უპასუხა პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემის “თავისუფალი სტუდიის” წამყვანის შეკითხვას, რა ემოციას იწვევს მასში ის პოლიტიკური ზედმეტსახელი, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეარქვეს.

გახარიას თქმით, ამ ღამესთან დაკავშირებით განიცდის სინანულს, მაგრამ ეს სახელს არ ეხება. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ნანობს იმას, რომ ამ ყველაფრის (აქციის დაშლის) ბევრად უკეთ გაკეთება შეიძლებოდა.

“როდესაც ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი, უნდა გესმოდეს, რომ მსგავსი ემოციური დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. რა მნიშვნელობა აქვს, მე ეს მსიამოვნებს თუ არა. ჩემი ემოციები ჩემი ემოციებია, ის ჩემს საქმიანობაზე არც მანამდე მოქმედებდა და არც ახლა მოქმედებს, უბრალოდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევცვალოთ. ეს მე დისკომფორტს არ მგვრის იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვხვდები და გათვითცნობიერებული მაქვს, რომ როდესაც ვთანხმდები და ასეთ ნაბიჯებს ვდგამ, ამას თავისი უკუ და გვერდითი ეფექტები აქვს, რომლებიც ჩემს მომავალ საქმიანობას ვერ განსაზღვრავს. არის იქ სხვა თემები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სინანულთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არ ეხება ზედმეტსახელს. ვნანობ იმას, რომ ყოველთვის შეიძლება ყველაფრის ბევრად უკეთ გაკეთება.

პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. შევცვლიდი იმას, რომ დაშლის ღონისძიებას ჩავატარებდი სხვანაირად, ბევრად უფრო სხვა გარემოებით, სხვა ძალებითა და სხვა რესურსით, იმისთვის, რომ ამას ნაკლები შედეგი და ადამიანების ნაკლები დაზიანებები მოჰყოლოდა”, - აღნიშნა გახარიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო