ბათუმში მცხოვრებ 82 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, საცხოვრებელი სახლები გრიშაშვილისა და კვინიტაძის ქუჩებზე აშენებულ ახალ კორპუსებში გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

“გრიშაშვილის ქ. #9-ში, ასევე კვინიტაძის ქ. #1, #3-სა და #11-ში ავარიული სახლების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის კორპუსები აშენდა. პირველ სართულზე განთავსებულია საპარკინგე სივრცე, ხოლო დანარჩენი სართულები განკუთვნილია საცხოვრებლად. ახალ სახლებში 82 ბინა ამავე მისამართებზე მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ.

პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე და დასრულების ეტაპზეა - მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში.

გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება 4 მისამართზე და უკვე დასრულებულია 11 მისამართზე. 255 სახლზე მომზადებულია საექსპერტო დასკვნა.

პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" 4 წლიანია და ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ითვალისწინებს 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება