ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე - ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატო-ს წევრი ვერ გახდება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ამ მომენტისთვის უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგია და ეს საკითხი ახლა დღის წესრიგშიც კი არ დგას.

ZDF-თან ინტერვიუში პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ არის საჭირო ახალი გადაწყვეტილებები, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის პერსპექტივების შესახებ ვაშინგტონისა და ვილნიუს სამიტებზე მიიღეს

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის „მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას“ და არ შეცვლის მას. იგივე ეხება გერმანული Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდების საკითხსაც.

„ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ეს ყველამ იცის და ამასთან დაკავშირებით უთანხმოება არ არსებობს“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, მიმდინარე ომის დროს აუცილებელია გაწონასწორებული ქმედებების განხორციელება, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერას უნდა უზრუნველყოფდეს, არამედ არ დაუშვას გლობალური კონფლიქტი - კერძოდ, რუსეთსა და ნატო-ს შორის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს