გაერო - ანტონიო გუტერეშმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გაიმეორა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შორის ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

გაერო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მან ასევე ხაზი გაუსვა გაერო-ს მხარდაჭერას მშვიდობის მიმართ.

„გენერალურმა მდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. იგი სრულად უჭერს მხარს ამ კუთხით მოლაპარაკებების გაგრძელებას და გამოხატავს ღრმა მადლიერებას თურქეთის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გაერო-ში აცხადებენ, რომ ანტონიო გუტერეშმა და ვლადიმერ პუტინმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის და შემდგომი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა.

გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა ასევე განიხილეს განვითარებისა და საერთაშორისო ფინანსური სისტემის საკითხები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება