ჯოზეფ ბორელი - ჩრდილოეთ კორეას მოვუწოდებთ, რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერა შეწყვიტოს

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს აგზავნის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების, სერიოზულ დარღვევას.

„ეს იქნება ცალმხრივი მტრული ქმედება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს განვითარება კიდევ ერთხელ ასახავს იმას, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი არასტაბილურობას და ესკალაციას რეგიონში და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბორელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და შეიარაღების გადაცემას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის, რაც უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას და მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, რუსეთის უკანონო ომის მცდელობების მხარდაჭერა შეწყვიტოს.

„რუსეთის გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან აგზავნის მკაფიო მესიჯს: მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, ის არ არის გულწრფელად დაინტერესებული სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობით. პირიქით, რუსეთი ესკალაციას ახდენს და ეძებს დახმარებას თავისი ომისთვის, მათ შორის იმ აქტორებისგან, რომლებიც სერიოზულად არღვევენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხზე, მათ შორის რეაგირების თემაზე, პარტნიორებთან კოორდინაციას მოახდენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება