პრემიერი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე - ადმინისტრაციულ რესურსზე კითხვა არ ყოფილა, არც პირადობებზე - ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო

ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს.

„სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერზე გავეცით პასუხი. ადმინისტრაციულ რესურსზე კითხვა არ ყოფილა, არც პირადობებზე...ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, - აღნიშნა პრემიერმა.

„საუბარი იყო საარჩევნო პროცესზე, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორი სიტუაციაა საქართველოში პოლიტიკურად, რა არის პოლიტიკური პარტიების მთავარი დღის წესრიგი და ზოგადად, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხები, რაც განვიხილეთ და დამკვირვებლების კითხვებს ვუპასუხეთ“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრას პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, გივი მიქანაძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ესწრებოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის