ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ვორქშოფების სერია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ვორქშოფების სერია გაიმართა.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების სერიას კრეატივის სკოლის დამფუძნებელი, კოტე იანტბელიძე გაუძღვა. ტრენინგების სერია მიზნად ისახავდა სასკოლო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას კრეატიული იდეებისა და სამაგიდო თამაშების შექმნის დახმარებით.

ვორქშოფის ,,როგორ გამოვიყენოთ სასკოლო საგნები კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად" ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ იდეების გენერირების მეთოდებს, სახალისო სავარჯიშოებს და სასკოლო თემატიკებიდან, სახელმძღვანელოების მასალებიდან კონკრეტული იდეების მოფიქრების მეთოდებს.

საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების ფორმატის შესაბამისად, მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ჭრილში დააგენერირეს იდეები, დაჯგუფდნენ რამდენიმე გუნდად და სასკოლო საგნების მიხედვით შექმნეს და წარადგინეს სამაგიდო თამაშების კონცეფციები.

„ბაზისბანკი აქტიურად უჭერს მხარს USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებს და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტებში ბანკის ჩართულობა. საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას, სწავლების პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებულ მიდგომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და განათლების გაღრმავების მიმართულებით“, - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება