places.georgia.travel და ვიზიტორების უკუკავშირის პლატფორმა https://api.retain.ge/tourism-administration/page/- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ციფრული პროექტები

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ორი ახალი პროექტი დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, places.georgia.travel და ვიზიტორების უკუკავშირის პროექტი https://api.retain.ge/tourism-administration/page/ საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„places.georgia.travel-ის პორტალი ტურიზმის სექტორს ხელს უწყობს ეფექტიანად წარმოაჩინოს სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში.

პორტალზე ვიზიტორს შეუძლია ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიება, გამოყენება და შემდგომი უკუკავშირი, ხოლო

კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის ეფექტური წარმოჩენა, ახალი შეკვეთების გენერაცია და შემდგომი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.

ტურიზმის ინდუსტრიისა და მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი ობიექტებისა და სერვისების ასახვა პლატფორმაზე მარტივი სარეგისტრაციო ფორმით შეუძლიათ.

უკუკავშირის პლატფორმასთან https://api.retain.ge/tourism-administration/page/ დაკავშირება კი QR კოდის საშუალებით ხდება, სადაც სპეციალური კითხვარის შევსებაა შესაძლებელი.

პლატფორმის საშუალებით, ნებისმიერ დროს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოგზაურებს შეუძლიათ პოზიციის დაფიქსირება, რასაც საჭიროების შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის

საფუძველზე, მოხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების

დონის შეფასება, ტენდენციებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკუკავშირის პლატფორმა ემსახურება ვიზიტორების მხრიდან მიღებული უკუკავშირის სწორ დამუშავებას, მნიშვნელოვანი საკითხების დროულ იდენტიფიცირებას და შემდგომი ეფექტური სამუშაო გეგმის შემუშავებას არსებული გამოწვევების გაუმჯობესების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება