ხატია დეკანოიძე - ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში - არ დავზოგავთ ძალებს, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული

ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი.

„ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე. ეს არის დღე, როდესაც უნდა განმტკიცდეს საქართველოს ევროპული მომავალი, გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი. იქით არის სიბნელის, პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოში, იზოლაციაში ცხოვრება და აქეთ არის ევროკავშირი, მშვიდობა კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ის თუ როგორ ღირსებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ამ ევროპულ ქვეყანაში. ამიტომ, ხვალინდელი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა დაცული იქნას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს