თინა ბოკუჩავა - შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები - დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს

შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები-დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ.

„შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს, უკურეაქცია ექნება, თავისუფლებისმოყვარე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ, ხელისუფლების ცვლილების ყველაზე მყარი გარანტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდის შემდეგ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’, “გახარია საქართველოსთვის”, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება