ანა წითლიძე - ზუგდიდის მე-10, 44-ე, მე-7, მე-9 და 30-ე უბნებზე მაგიდები ისე არის განლაგებული, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება განახორციელოს დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა

ზუგდიდის მე-10, 44-ე, მე-7, მე-9 და 30-ე უბნებზე მაგიდები ისე არის განლაგებული, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება განახორციელოს დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა. მივმართავ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს, გაეცით ბრძანება თქვენს კომისიის თავმჯდომარეებზე, მაგიდები განლაგდეს ისე, რომ დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ დამკვირვებლებს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.

ანა წითლიძის განცხადებით,ზუგდიდი და სამეგრელო გამარჯვებისთვის ემზადება.

„ზუგდიდის 70 უბანში, 2000-ზე მეტი კომისიის წევრი და დამკვირვებელი დაიცავს თითოეული ზუგდიდელის ხმას, ამიტომ თითოეულმა ზუგდიდელმა, რომელიც ხვალ მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ბოლომდე დაცული. მას დაიცავენ ჩვენი დამკვირვებლები და ჩვენი კომისიის წევრები.

იმისთვის, რომ ხვალ უბნებში სრულყოფილად მიმდინარეობდეს საარჩევნო პროცესი, მნიშვნელოვანია, ზუგდიდის 70-ვე უბანში დამკვირვებლებს ჰქონდეს შესაძლებლობა სრულყოფილად დააკვირდნენ რეგისტრატორს. ეს გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ყალბი პირადობის მოწმობით შესულმა პირმა სხვა ადამიანის სახელით მისცეს ხმა. ჩვენ გუშინ მივმართეთ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და ვთხოვეთ, რომ უბნებში დაეორგანიზებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მაგიდების განლაგება იმის მიხედვით, რომ დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველა მხრიდან დააკვირდნენ რეგისტრატორს.

რადგან არჩევნები ელექტრონულია, ძალიან მნიშვნელოვანია, შემოსული ამომრჩევლის პირადობა და რეგისტრატორის პლანშეტზე არსებული პირადობა და სია დაემთხვეს ერთმანეთს. ამის გადამოწმების შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვენს კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს.

ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს ზუგდიდის 70 უბანში, პრობლემები გამოიკვეთა ზუგდიდის მე-10, 44-ე, მე-7 უბანზე და ასევე, მე-9 და 30-ე უბანზე. ამ უბნებზე ამ წუთის მონაცემებით მაგიდები ისე არის განლაგებული, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება განახორციელოს დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა.

მივმართავ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და ასევე ცესკოს: პირდაპირ გიწერიათ კანონში, რომ დამკვირვებელს და კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი მხარიდან, საიდანაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, მიეცეს შესაძლებლობა დააკვირდეს და გადაამოწმოს თითოეული ამომრჩეველი.

ახლავე გაეცით ბრძანება თქვენს კომისიის თავმჯდომარეებზე ჩემს მიერ დასახელებულ უბნებში: მე-10, 44-ე, მე-7, მე-9 და 30-ე უბნებსა და ზუგდიდის სხვა უბნებშიც, მაგიდები განლაგდეს ისე, რომ დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ხვალ ყველა უბანზე დააკვირდებიან არჩევნებს.

ყველა კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის და „ქართული ოცნების“ ბრძანებებს უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დარღვევა უბანზე გამოვლინდება. თქვენ არ მოგცემენ შესაძლებლობას, რომ უკანონობა ჩაიდინოთ უბანზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება