ნინო დოლიძე - დემოკრატიის მიმართულებით ბევრჯერ გვქონდა წინსვლა და უკუსვლა, მაგრამ ანტიდასავლური და არადემოკრატიული ნარატივები ამ არჩევნებზე პირველია

დემოკრატიის მიმართულებით ბევრჯერ გვქონდა წინსვლა და უკუსვლა, მაგრამ შესამჩნევია, რომ ანტიდასავლური და ასეთი არადემოკრატიული ნარატივები ამ არჩევნებზე პირველია, - ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ მიმდინარე და წინა არჩევნების წინასაარჩევნო გარემოებების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების „შევიწროებაც აზიანებს“.

„ალბათ, ყველაზე მეტად განსხვავებული ანტიდასავლური რიტორიკაა, რაც საქართველოში არასდროს ყოფილა. ეს ნამდვილად პრობლემურია. დემოკრატიის მიმართულებით ბევრჯერ გვქონდა წინსვლა და უკუსვლა, მაგრამ შესამჩნევია, რომ ანტიდასავლური და ასეთი არადემოკრატიული ნარატივები ამ არჩევნებზე პირველია. რა თქმა უნდა, პრობლემურია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, „რუსული კანონი“, თუმცა არა მხოლოდ კანონი, ის, რაც ჩვენ წინააღმდეგ ხდებოდა, რა თქმა უნდა, ასევე პრობლემურია. ამასთან, ოფისების, სახლების დაზიანება. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდს აზიანებს, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ასეთი გარემო აქვს.

ასეთი ტიპის კამპანია მოქმედებს დამკვირვებელთა შერჩევის პროცესზეც. ბოლო წუთებში რამდენიმე დამკვირვებელმა უარი გვითხრა იმის გამო, რომ მათზეც და მათი ოჯახის წევრებზეც იყო დაშინებისა და ზეწოლის მცდელობა. ახალგაზრდებთან ნაკლებად, მაგრამ იყო ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებისა ან სოციალური დახმარების მოხსნის შემთხვევა“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს