„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები - მოვიზიდავთ 50 მილიარდი ლარის ინვესტიციას და შევქმნით 50 ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, დავძლევთ სიღარიბეს

მოვიზიდავთ 50 მილიარდი ლარის ინვესტიციას და შევქმნით 50 ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, დავძლევთ სიღარიბეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, მოქალაქეების ხელშია ევროპისკენ გზა.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა აქტიური საარჩევნო კამპანია. მოსახლეობამდე მივიტანეთ საარჩევნო პროგრამა, გეგმა თუ როგორ ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოსა და რეგიონს. მოვიზიდავთ 50 მილიარდი ლარის ინვესტიციას და შევქმნით 50 ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, დავძლევთ სიღარიბეს და დავიბრუნებთ უცხოეთში სამუშაოდ წასულ ათიათასობით მოქალაქეს.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ აქტიურობისათვის ჩვენს მოსახლეობას, პატრიოტ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში, გვიღებდნენ კარს, ღიად გვესაუბრებოდნენ პრობლემებზე და იმედის თვალით უყურებდნენ ხვალინდელ დღეს.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს, რომლებიც უანგაროდ და გმირულად იბრძვიან 12 წლის განმავლობაში.

დადგა გამარჯვების დრო, ახლა თითოეული თქვენგანის ხელშია ძალა, თითოეული მოქალაქის აქტიურობაზეა დამოკიდებული არჩევნების შედეგები.

ჩვენ ხვალ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ჩვენი კონსტიტუციის ერთგულნი, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელთა არჩევანი არის ევროპისკენ სვლა. გვინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ ყველას აქტიურობა, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე!“ - აცხადებენ ისინი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს