„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტიის ბანერი დააზიანეს

ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბანერი დააზიანეს,- ამის შესახებ თავად პარტიაში განაცხადეს. პარტია მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს.

„ბათუმში ბანერების ადგილები „ქართულ ოცნებას“ სრულად ათვისებული აქვს. ჩვენ არ დაგვითმეს ადგილი ბანერებისთვის, ამის ფონზე მოვახერხეთ კერძო პირისგან ორ ლოკაციაზე ჩვენი პარტიის ბანერი განგვეთავსებინა.

ბენზეს ლოკაციაზე ბანერი ვანდალურად დააზიანეს. ეს ყველაფერი ბიძინა

ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუს ემთხვევა. ისინი ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიაში. ამაზე რეაგირება არ არის სამართალდამცავების მხრიდან, როგორც სხვა შემთხვევების დროს, როდესაც ჩვენი თანაპარტიელის მიმართ იყო ძალადობის ფაქტი“, - აცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება