ქალაქ ფოთს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ფოთში ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობა დაიწყო, სადაც სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე სივრცეები შეიქმნება: სპორტული, საბავშვო და საზოგადოებრივი ზონები.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკები, მცირე ზომის ამფითეატრი, მინი სპორტული მოედნები, შადრევანი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონები და მემორიალის დეკორატიული კედელი მოეწყობა. დაგეგმილია მდინარეზე არსებული პირსის რეაბილიტაცია.

ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობისთვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და შემდეგი კვირიდან დაიწყება აქტიური სამუშაო პროცესი.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 4 934 600 ლარია და იგი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

,,კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატს პარლამენტში, გიორგი ხახუბიას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის კანონის მხარდაჭერისთვის. სწორედ ამ მოსაკრებლიდან მიღებულმა შემოსავალმა მოგვცა საშუალება განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობა",- განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება