გიორგი ვაშაძე - ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ - 26 ოქტომბრის არჩევნებით განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები

ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, “ოცნების” მთავარი იმედია, რომ 5%-იან ბარიერს ქვემოთ რაც შეიძლება მეტი ხმა დარჩეს:

“ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები განისაზღვრება. მინდა გითხრათ ერთადერთი, მცირე, მინიმალური, რასაც არის მოჭიდებული “ქართული ოცნება” არის ის, რომ 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩეს ბევრი ხმა, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ყველა თანამემამულეს, არ არის ახლა რისკის დრო, გთხოვთ გააკეთოთ არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვისაც გარანტირებულად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენ, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, ნომერი 5, ვართ ყველაზე სანდო გარანტია, რომ დავამარცხებთ “ოცნებას” და ხელისუფლება შეიცვლება, ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, ნუ გაფლანგავთ თქვენს ხმას, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 2016 წელს ხმების 21% დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ, 2020 წლის არჩევნებს თუ ავიღებთ, დაახლოებით 20-23% დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ. ახლა რისკის დრო არ არის, ამიტომ, 5 ნომერი, მისი გაფერადება არის გარანტირებული გზა, რომ საბოლოოდ დამარცხდეს „ოცნება“ და საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს ქართველმა ხალხმა.

ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ გაფლანგოთ თქვენი ხმა, დაგვიჭირეთ მხარი, როგორც ყველაზე სანდო და გარანტირებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უპირობოდ დაამარცხებს ივანიშვილს და მოიშორებს “ოცნებას”. წავალთ წინ ევროკავშირისკენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ხვალინდელ რეფერენდუმში, 5 ნომერი ამის გარანტიაა”, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება