დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ ცდილობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს გავლენა მოახდინოს მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთოდ არ ვცდილობთ და არც მგონია, ამ ქვეყნებში სიტუაციის განვითარებაზე, საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვქონდეს“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ რეაგირებს კრემლი ბრალდებებზე, რომ რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობს.

მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფერენდუმი გაიმართა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც აჩვენა, რომ მოლდოვის მოქალაქეების ნახევარზე მეტი ევროინტეგრაციის წინააღმდეგი იყო, განაცხადა, რომ ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, არსებობდა მტკიცებულებები, რომ კრიმინალური ჯგუფები ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობდნენ და რომ საუბარი იყო 150 000-300 000 ხმაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება