Euronews - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას

არჩევნების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს რუსული გავლენების არსებობას და ერთგულებას უცხადებს ევროპას, - ამ სათაურით აქვეყნებს Euronews-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს, რომლის სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჟურნალისტი Jane Witherspoon-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან სიღრმისეულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას ევროკავშირში გაწევრიანების და რუსული გავლენებისგან გამიჯვნის თვალსაზრისით, ეკონიმიკური ზრდისა და პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას. ინტერვიუსთვის მრავალრიცხოვანი ანტურაჟის თანხლების გარეშე მოსული, იგი ხალისით გვესაუბრა ფეხბურთის შესახებ და სიამაყით გაიხსენა Newcastle United-ის ყოფილი მოთამაშე, საქართველოში ლეგენდად ქცეული თემურ ქეცბაია და დაამატა, რომ იმავე გუნდში დღეს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი იზრდება. ამავე დროს, კობახიძეს კარგად ესმის, თუ რა დევს სასწორზე მისი ქვეყნისთვის შაბათს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში - უმნიშვნელოვანეს, საკვანძო მოვლენაში, რადგან შედეგებმა შეიძლება, განსაზღვროს ქვეყნის სამომავლო ინტეგრაცია ევროკავშირში და რუსული გავლენისგან გამიჯვნის პროცესი“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია