ირაკლი კობახიძე - როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებით შევძელით ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ საკითხზე ოპოზიციის მანიპულაციები უადგილოა.

„ოპოზიციის მხრიდან ამ ტიპის მანიპულაციები უადგილოა. ეს მათი არჩევანია, მათი საქმეა, ყოველივე ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ Euronews-თან ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება