ტიტე გედენიძე - ასე უნიჭოდ ცდილობენ, „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის ბანერები შეცვალონ მათთვის სასურველი წარწერებით

ასე უნიჭოდ ცდილობენ, „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის ბანერები შეცვალონ მათთვის სასურველი წარწერებით - დამატებულ ბანერებს, რა თქმა უნდა, ჩამოვხსნით და ხვალ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ტიტე გედენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ემსახურება საქართველოს, მის ევროპულ მომავალსა და ევროპულ პერსპექტივებს.

„ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის: 26 ოქტომბერს არჩევნებს აგებს პირწმინდად. ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ „ოცნებას“ ეშინია, მათ ეშინიათ წაგების და აი, ასე ცდილობენ, რომ „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის ბანერები დაამახინჯონ, მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი რამ: ისინი არიან უსამშობლოები და ემსახურებიან „ქართულ ოცნებას“, ისინი ემსახურებიან რუსეთს, ემსახურებიან ბოროტებას, ჩვენ კი, ოპოზიცია, ვემსახურებით საქართველოს, მის ევროპულ მომავალს, ევროპულ პერსპექტივებს და ამიტომ გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს განუყოფელი ნაწილი დასავლეთის. ამ დამატებულ ბანერებს, რა თქმა უნდა, ჩამოვხსნით და ხვალ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" დავამარცხებთ", - განაცხადა ტიტე გედენიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს. ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება