გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში, ქალაქ რამადგანში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა, არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მაინც არსებობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში, ქალაქ რამადგანში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა, არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მაინც არსებობს.

კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-დადგენილებით, არჩევნების ჩატარება კომისიის, მინიმუმ 7 წევრსაც შეუძლია.

ის მიმართავს რამადგანის კომისიის წევრებს, რათა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და კენჭისყრის არ ჩატარების მიზეზი კომისიის წევრების არასაკმარისი რაოდენობა არ გახდეს.

„კვლავ წუხილის საგანია ისრაელში, ქალაქ რამადგანში, საარჩევნო უბნის საკითხი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიას მიმართა გადადგომის თაობაზე განცხადებით. ამან წარმოშვა გარკვეული წუხილი იმის თაობაზე, თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზანმიმართულად აპირებს, რომ რამადგანში კენჭისყრის პროცესი ჩაიშალოს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

იმისთვის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კენჭისყრის პროცესის შესაბამისი ხელშეწყობა განხორციელდეს, ცესკო-მ ორი კვირის წინ, მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ს ჩამოსცდება, მაგრამ იქნება არანაკლებ 7 -ისა, ასეთ შემთხვევაში, არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შესაძლებლობა, რომ ის უბანი გარდაიქმნას სპეცჯგუფად და დარჩენილ რაოდენობას, 7-ზე მეტ პირს, ჰქონდეს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ამაზეც ვიფიქრეთ იქიდან გამომდინარე, რომ რისკი პრაქტიკაში არსებობს, როგორც ჩვენი ქვეყნის გამოცდილების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შემთხვევაში. მინდა ვთხოვო და მივმართო რამადგანის კომისიის წევრებს, მნიშვნელობა არ აქვს ისინი არაპარტიულები არიან თუ პარტიული ნიშნით არიან არჩეულები, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყოთ იმას, რომ კომისიის წევრების საკმარისი რაოდენობის არ არსებობის გამო არ ჩაიშალოს კენჭისყრა რამადგანში. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა კომისიის წევრი რამადგანში მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ხელს შეუწყობს ამ პროცესის ეფექტიანად, მშვიდ გარემოში ადმინისტრირებას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება