ირაკლი კობახიძე - რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე

რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს საქართველოში გავლენა არ აქვს.

„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება